ბოსტნეულის ჩითილების ფასები

წარმოგიდგენთ სხვადასხვა ბოსტნეულის კულტურის ფასებს! გაითვალისწინეთ, რომ აქ მითითებულია მხოლოდ ჩითილის გამოყვანის ფასები, რასაც ემატება თესლის ფასი, რომელიც ჯიშების მიხედვით სხვადასხვაა.

ჩითილების ფასები ასევე განისაზღვრება რაოდენობის მიხედვით (იცვლება გამოყვანის ფასი, თესლის ფასი იგივე რჩება), მაგალითად 1 000 – 5 000-მდე რაოდენობის ჩითილებს თუ შეიძენთ, ჩითილის გამოყვანის ფასი შედარებით მაღალი იქნება, ვიდრე მაგალითად 7 000 -ის შემთხვევაში. ასევე 1 000 -ზე ნაკლები ჩითილიც უფრო ძვირი გამოვა, ვიდრე  1 000-ზე მეტის.

თუ მაინც გეძვირებათ და ასევე გსურთ უფასო ტრანსპორტირება, შეგვიძლია გამოსავალი შემოგთავაზოთ: თქვენ და თქვენმა სამეზობლომ ან/და სანათესაომ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩითილები ერთად, თუ რაოდენობა 64 000  იქნება (ანუ 300 ყუთი ჩითილი) უფასოდ მოგიტანთ ადგილზე, თან ჩითილიც ბევრად იაფი დაგიჯდებათ.

გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის მინიმალური რაოდენობაა 108 ცალი ჩითილი და დამზადებას სჭირდება 35-40 დღე.

შესაკვეთათ და საკონსულტაციოდ ეწვიეთ ჩვენს ფილიალებს ან მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე.

ჩვენი ფილიალები:

თბილისი, რაფაელ აგლაძის ქ. 37 – 577 68 00 88;

გორი, ცხინვალის გზატკეცილი N:4 – 599 63 60 30;

წნორი, აღმაშენებლის ქ. 47 – 555 41 87 06;

მარნეული, რუსთაველის ქ. 70 – 0322 18 08 40;