ფერმერებისთვის

ხელშეკრულება

  1. ფასი და ანგარიშსწორების წესი

2.1 წინამდებარე ხელშეკრულების ღირებულებაა.

  • მყიდველი ამ ხელშეკრულებით ეთანხმება პირობებს, რომ იგი შეკვეთილ პროდუქციას მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებით და იგივე პირობებით მოხდება მომწოდებლისათვის შეძენილი პროდუქციის ღირებულების დროული გადახდა.
  • მხარეთა შეთანხმებით, ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება შემდეგნაირად: მყიდველ წინასწარი ავანსის სახით იხდის შეკვეთის ღირებულების მინიმუმ 30%-ს, თანხის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება ხდება პროდუქციის მიწოდების დღეს – სანამ საქონელი დატოვებს გამყიდველის ტერიტორიას.
  1. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
    • გამყიდველი ვალდებულია:
      • გადასცეს მყიდველს მოთხოვნაში მითითებული საქონელი წინასწარ დადგენილ ვადებსა და ფასში.
      • საქონლის გადაცემასთან ერთად მყიდველს გადასცეს საქონლის მიწოდებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტი. (სასაქონლო ზედნადები – საჭიროებისამებრ; მიღება-ჩაბარების აქტი – აუცილებლად).
      • ხელშეკრულების საგნის მიწოდების ვადა.
      • ხელშეკრულების საგნის მიწოდების ვადები ძალაში შედის 2.2 პუნქტში მითითებული ავანსის გადახდის შემდგომ.
    • მყიდველი ვალდებულია:
      • მიიღოს შეკვეთილი საქონელი და გადაიხადოს მისი ღირებულება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.
    • მიმწოდებელს უფლება აქვს:

3.3.1 მოითხოვოს ანაზრაურება დროულად, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად;

  • გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის ანაზღაურებაზე, რაც შესაძლოა გამოიწვეული იყოს ფორს-მაჟორული, ლოკაუტის, მობილიზაციის, ომის, ცეცხლის, მიწისძვრის, ნედლეულის დეფიციტის, სამუშაო ძალის, ამინდის ექსტრემალური გაუარესების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.
  • ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, თუ მყიდველი არ წარადგენს ოფიციალურ წერილს შპს მზა ჩითილის სახელზე, შპს მზა ჩითილი არ არის პასუხისმგებელი მსგავსი პრობლემის გადაჭრაზე. ნებისმიერი დავა შემოფარგლება მხოლოდ პროდუქტის ღირებულებით – მყიდველის პრეტენზია არ მიიღება იმ შემთხვევაში, თუ მას უფიქსირდება დავალიანება ან სხვა ფინანსური ვალდებულება.
  1. წარმოების პირობები

4.1 ზოგადი მსოფლიო სტანდარტის მიხედვით თესლიდან მცენარის აღმოცენების შანსი 100%-დან 85%-ს უდრის;

4.2 გამყიდველი აწარმოებს ჩითილს საკუთარი სათესლე მასალით. მყიდველის მიერ მოწოდებული თესლით ჩითილის წარმოება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მყიდველის წარმოადგენს აღნიშნული სათესლე მასალის ოფიციალური წარმომადგენლისგან ყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტს და ლოტის ნომერს – აღმოცენების პროცენტულობის (Germination Percentage) მითითებით. აღნიშნული დოკუმენტაციის მოწოდების შემდგომ,  გამყიდველის სპეციალისტების მიერ მოხდება მათი შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება წარმოების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება.

4.3 მყიდველის მიერ მოწოდებული სათესლე მასალიდან დაგეგმილზე ნაკლები ჩითილის აღმოცენების შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ მყიდველი აანაზღაურებს გამყიდველის მიერ განუვითარებელი ჩითილის წარმოებაზე დახარჯულ რესურსებს. ამგვარი ანაზღაურების თანხა განისაზღვრება ცალკეული შემთხვევიდან გამომდინარე.

  1. მიწოდების პირობები და ტრანსპორტირება
    • ტრანსპორტირება ხორციელდება მხარეთა შეთანხმებით: საჩითილე მეურნეობიდან, რომელიც მდებარეობს მარნეულის რ-ნი, სოფელ აზიზქენდში „გამყიდველის“ მიერ ტრანსპორტირება ხორციელდება 400 (ოთხასი) ცალი საჩითილე ვიოლის შეკვეთის შემთხვევაში – „მყიდველის“ დანიშნულების ადგილამდე გზის მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ მყიდველის შეკვეთა არ აღემატება 400 (ოთხასი) ცალ ვიოლს, „მყიდველი“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. გამყიდველის მიერ ტრანსპორტირების შემთხვევაში – მიწოდების ვადაა +, – 5 (ხუთი) დღე.
  2. ფორს-მაჟორი

7.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულობლობისთვის დაუძლეველ ძალათა ზეგავლენის გამო.

7.2 გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის ანაზღაურებაზე, რაც შესაძლოა გამოიწვეული იყოს ფორს-მაჟორული, ლოკაუტის, მობილიზაციის, ომის, ცეცხლის, მიწისძვრის, ნედლეულის დეფიციტის, სამუშაო ძალის, ამინდის ექსტრემალური გაუარესების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

  1. დავათა გადაწყვეტა და დასკვნითი დებულებები

8.1 წინამდებარე ხელშეკრულებიდან თანახმად დავების გადაწყვეტა რეგულირდება საქართველოს კანონებით. მხარეები ეცდებიან ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა გადაჭრან მოლაპარაკების გზით, თუ ეს არ მოხერხდება მხარეები მიმათავენ თბილისი საქალაქო სასამართლოს.

8.2 ეს ხელშეკრულება, გარდა დამატებითი პირობებისა როგორიცაა (შესყიდვების გადასახადები, მიწოდების თარიღები) ჯამში შედგება 7 (შვიდი) პუნქტისაგან. მხარეები ეცნობიან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ზემოთ აღნიშნულ პირობებს და თანხმობას ადასტურებენ ხელმოწერით.