ჩვენ შესახებ

კომპანია „მზა ჩითილი“ აწარმოებს ბოსტნეულისა და ყვავილების ჩითილებს. ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ამზადებს როგორც ჩვეულებრივ, ასევე დამყნობილ ჩითილებს. ამისათვის ვიყენებთ უახლეს იტალიურ ტექნოლოგიებსა და რობოტებს (დანადგარებს).

„მზა ჩითილი“ დაფუძნდა კომპანია WG Techno (წყლისა და გაზის ტექნოლოგიები)-ს მიერ, რომელიც არის თანამედროვე სარწყავი სისტემების პირველი და ყველაზე დიდი მიმწოდებელი, ამასთანავე კომპანია თბილისში აწარმოებს პოლიეთილენის მილებს, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში.

ჩვენი მიზანია საქართველოში შემოვიტანოთ და დავნერგოთ უცხოური ტექნოლოგიები, რომელიც ქართველ ფერმერებს დაეხმარება მიიღონ დიდი რაოდენობის, ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავალი ნაკლები დანახარჯით.

ჩვენი გუნდი ტრენინგდება ანტალიის პროფესიონალების მიერ, ისინი გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და გვასწავლიან საჩითილე მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 

 

„მზა ჩითილისთვის“ მარნეულის სოფელ აზიზქენდში გვაქვს 11 000 მ2 -ზე აშენებული სათბური, სადაც შეგვიძლია ვაწარმოოთ 7 მილიონი ჩითილი ერთი თვის განმავლობაში, ასევე 30 000 მ2 სივრცე, სადაც გამოგვყავს დამყნობილ და ნორმალურ ნერგებს და 1 000 მ2 ოფისისთვის და საწყობისთვის.

„მზა ჩითილი“ აწარმოებს შემდეგ პროდუქტებს:

ჩვეულებრივი ჩითილი – პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, სალათის ფოთოლი, ნესვი, საზამთრო, კომპოსტო, ნიახური.
დამყნობილი ჩითილი – პომიდორი, საზამთრო, კიტრი, ნესვი, წიწაკა, ბადრიჯანი.