ჩითილების მიწოდება

  1. “მზა ჩითილის” სათბურში, ჩითილებს ვზრდით ვიოლებში.
  2. ჩვენი სამივე ტიპის (150, 216, 384) ვიოლი ერთი ზომისაა,  განსხვავება უჯრების ზომებშია. მაგალითად ჩვენ გვაქვს სამი ტიპის ვიოლი: 150, 216 ან 384 უჯრიანი. 150-იან ვიოლს ყველაზე დიდი ზომის უჯრები აქვს და შესაბამისად, მასში უფრო დიდი ჩითილებია, 216-ს საშუალო ზომის უჯრებია და მასში საშუალო ზომის ჩითილებია, ხოლო 384-ში, ყველაზე პატარა ზომის უჯრებია და შესაბამისად ჩითილებიც. (ფასები ჩითილის ზომის მიხედვითაც განსხვავდება).
  3. ჩვენ ფერმერებს, ვიოლში მოთავსებული ჩითილებს ვატანთ, რომელსაც ყუთში ვდებთ. თითო ყუთში ეტევა, ერთი ცალი ვიოლი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ უჯრიანია. ეს ყუთები თქვენ გრჩებათ და შეგიძლიათ მოსავლის აღების შემდეგ გამოიყენოთ, ბოსტნეულის ჩასაწყობად.

თუ შეიძენთ მინიმუმ 300 ყუთ ჩითილს, ჩვენ უფასოდ მოგიტანთ თქვენს სახლთან ჩითილებს, საქართველოს მასშტაბით. 300 ყუთზე ნაკლები ჩითილის შემთხვევაში, კი გადაიხდით ტრანსპორტირების მხოლოდ 50%-ს.

 

ჩითილის დარგვისას გაითვალისწინეთ შემდეგი პირობები:

  1. გადარგეთ დღის გრილ სააათებში (დილას ან საღამოს).
  2. ჩითილი ყუთიდან ამოიღეთ თავით, რომ საძირე არ დააზიანოს.
  3. დარგვის შემდეგ აუცილებლად უნდა მორწყათ ჩითილი.
  4. დარგვიდან ერთი დღის შემდეგ შეასხურეთ სპეციალური წამალი, 10 დღის განმავლობაში, კი გავაჯეროთ წყლით და მივცეთ სასუქი.
  5. ყურადღება! ჩითილები სუფთა წყალში უნდა ამოავლოთ, სანამ დარგავთ.