ჩითილების შესახებ

ბოსტნეულის წარმოების პირველი ეტაპი, ხარისხიანი თესლისა და ჩითილის გამოყენებაა. ბოსტნეულის წარმოება მაღალი ხარისხის მზა ჩითილის გამოყენებით გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს.ჩითილი

ზოგიერთი ბოსტნეულის მოსაყვანად შესაძლოა მისი თესლის ზრდა პირდაპირ ნიადაგიდან, მაგრამ ზოგ ბოსტნეულზე აუცილებელია პირველ რიგში გამოიყვანოთ ჩითილი. პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, კომბოსტო, სალათი, ნიახური, პრასი და სხვა. – ამ ბოსტნეულებისთვის აუცილებელია ჩითილიდან ზრდა.

მიმდინარე წლებში, ამგვარი მიდგომა ძალიან პოპულარული გახდა და ფერმერები ყიდულობენ ჩითილებს, ნაცვლად მათი შინაურ პირობებში მოყვანისა, რადგან სახლის პირობებში ჩითილების გამოზრდა ძალიან რთული და სარისკოა. მათ განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ და სახლში კარგად მოვლის შემთხვევაშიც ჩითილების 70% რჩებათ, 30% კი – ფუჭდება. „მზა ჩითილი“ გაგატანთ ჯანსაღ ჩითილებს და ჩვენი აგრონომები გაგიწევენ კონსულტაციას.

 

„მზა ჩითილის“ უპირატესობები და სარგებელი:

  • ნაადრევი მოსავალი – მზა ჩითილები ადრეულ მოსავალს უზრუნველყოფს. ის ცოცხალი, მშრალი ნივთიერებებით მდიდარი, მსხვილი და ძლიერია, თან მოსავლიანობა უფრო მაღალია და ამასთანავე უფრო ხარისხიანი. მცენარის გაზრდისა და მისი ნიადაგში გადარგვის პერიოდი ჩითილიკი ჩქარდება 30-50 დღით.
  • ფერმერი დაზღვეულია შეცდომაში შეყვანისგან, ის თავადვე ხედავს, თუ რას იძენს ჩვენგან, შესაბამისად ჩვენგან წაიღებს მხოლოდ ჯანსაღ ჩითილებს და არ დასჭირდება სათადარიგო რაოდენობა;
  • დროის ეკონომია – სანამ ფერმერი ერთი სახეობის ბოსტნეულისგან აიღებს მოსავალს, შეუძლია შეგვიკვეთოს ჩითილები და მოსავლის აღების შემდეგ იგივე ნიადაგზე მოიყვანოს სხვა სახეობის ბოსტნეული(მაგ. სალათის ფოთოლი, პომიდვრის მოსავლის მიღების შემდეგ) ამგვარად, მიწის გამოყენება მაქსიმუმს აღწევს.
  • მიწის ფართობის ეკონომია – ხდება მიწის ფართობის ათვისება 100%-ით. ფერმერი დაზღვეულია გამოტოვებული ადგილებისგან;
  • უზრუნველყოფს თესლის ეკონომიას – დღეისათვის ჰიბრიდული თესლი ძვირია, ფერმერი მისი მოგების მინიმუმ მინიმუმ 3-4%-ს თესლის შეძენაზე ხარჯავს, ხოლო ჩითილის გამოყენებით მას აქვს ის უპირატესობა, რომ მიიღოს მოსავლის გარანტირებულად მაქსიმალური რაოდენობა. იმ შემთხვევაშიც, თუ თესლი არ არის მიზანშეწონილი გამოსაყენებლად კონკრეტულ ტერიტორიაზე, მზა ჩითილს ამ შემთხვევაშიც არ ექნება რეაქცია;ჩითილი
  • ენერგიის ეკონომია – დაახლოებით 25 გრადუსი სითბო არის საჭირო, რომ ფერმერმა ჩითილი გამოიყვანოს სახლის პირობებში, ხოლო ჩვენი მეურნეობის შემთხვევაში ენერგია მაქსიმალურად ეკონომიურად მოიხმარება, რადგან ერთ დიდ სივრცეში ხდება მრავალი სახეობის ჩითილის მოყვანა – შესაბამისად იზოგება ენერგო რესურსების გამოყენება;
  • ვატარებთ ღონისძიებებს მეტი პროდუქტიულობისთვის – ვირუსისადმი მედგრობა, დაგრუნტვა, ტემპერატურული შოკი, გასხვლა, დამატებითი განათება უკეთესი ფოტოსინთეზისთვის. ამ ღონისძიებების ჩატარება არაპრაქტიკული და არაეკონომიურია სახლის პირობებში ფერმერთა მიერ;
  • მზა ჩითილს, ზრდის პერიოდში, არასასურველი ამინდის პირობებზეც არ აქვს რეაქცია;

დამყნობა მებაღეობის უნიკალური კულტურაა, რომელსაც აღმოსავლეთ აზიაში მრავალი წლის მანძილზე იყენებდნენ, რათა ეწარმოებინათ ინტენსტიური

მიწათმოქმედება, მოცულობით მცირე სახნავ ტერიტორიაზე.

 

ეს ტექნოლოგია ევროპაში მე-20 საუკუნის ბოლოს გავრცელდა, მოგვიანებით, დამყნობის კულტურას გაეცნო ჩრდილოეთ ამერიკაც და დრო და დრო იზიდავს უფრო მეტ ქვეყანას.

დამყნობილი ჩითილი სრულიად ჯანმრთელი და უვნებელია. მისი მომზადების პროცესი, კი ძალიან საინტერესოა. ამისთვის საჭიროა 2 სახის ჩითილი.

 

  1. ჩითილი, რომელსაც გამძლე ფესვები და ჯანმრთელი ზრდისა და განვითარების პროცესი აქვს(საძირე). ქვეწარმავლების, ვირუსებისდა ზიანის მომტან მწერების მიმართ გამძლეა, თუმცა ძალიან პატარა ნაყოფი აქვს და დიდ მოსავალსაც ვერ იძლევა.
  2. ჩითილი, რომელსაც დიდი და პრიალა ფოთლები აქვს, გაზრდის შემთხვევაში დიდი და გემრიელი ნაყოფი მოაქვს, სამწუხაროდ ძალიან სუსტი ფესვების გამო მალე ვირუსდება.

საძირეს ტოტი ძლიერი წერტილიდან უნდა მოვჭრათ და გადავაგდოთ, დარჩენილი ნაწილი დასამყნობად გამოიყენება. იგივე სახით, გემრიელი ნაყოფის მქონე ჩითილს ვაჭრით ძლიერი წერტილიდან თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში თავს ვტოვებთ და საძირეს დარჩენილ ნაწილთან ვაერთებთ(ვამყნობთ). ძლიერი ჩითილის ფესვი და სუსტი ჩითილის თავი მაგრდება პატარა კლიფსით. შედეგად ვიღებთ იდეალურ პირობებში მყოფ, ჯანმრთელ, მოსავლიან და ძლიერ ჩითილს.

 

 

 

დამყნობილი მზა ჩითილის უპირატესობები და სარგებელი:

  1. დამყნობილი ჩითილები ბევრად მცირე ტერიტორიას მოითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივი. დაახლოებით 20%-50%-ზე ნაკლები დამყნობილი ჩითილია საჭირო, რადგან დამყნობილი ნერგის ფესვები უფრო სწრაფად იზრდება, შესაბამისად მცენარე ვრცელდება უფრო დიდ ტერიტორიაზე და ისხავს ბევრად მეტ ნაყოფს.
  2. 60-70%-ით ნაკლები თესლის გამოყენების შესაძლებლობა.
  3.  მდგრადია ფესვების და ნიადაგის სხვადასხვა დაავადებებისა და პარაზიტების მიმართ, როგორებიცაა: ფუსარიუმი, ვერტიცილიუმი, კორკი, ნიადაგის ნემატოდები. შესაბამისად ნიადაგის დაავადებებთან საბრძოლველად ნაკლები ქიმიკატების გამოყენება დაგჭირდებათ.
  4.  დაბალ ტემპერატურაზეც კი დამყნობილი ჩითილები უკეთესად ატარებენ ნიადაგიდან მოწოდებულ წყალსა და სხვა სასარგებლო ელემენტებს.
  5.  ყოველწლიურად, ერთი და იმავე მიწისგან არის შესაძლებელი მოსავლის მიღება.
  6. იგივე ფესვიდან ორჯერ ან სამჯერ მიიღება მოსავალი. (განსაკუთრებით საზამთორო)
  7. რამდენადაც ფესვების სისტემა კარგადაა მოწყობილი, 30%-ით ნაკლები სასუქი არის საჭირო.
  8. თუ დამყნობილ ჩითილებს ჩვეულებრივ ჩითილებს შევადარებთ, ყველაზე მძიმე პირობებშიც კი 10% – 50%-ით უფრო მეტ მოსავალს და სარგებელს იძლევა.
    სათანადო მოვლისა და გაფრთხილების პირობებში, ფერმერი იღებს მინიმუმ ორჯერ მეტ მოსავალს.
  9. მწიფე ნაყოფი უფრო დიდი ხნით არის მდგრადი გაფუჭებისადმი.

ჩვეულებრივი ჩითილების ზრდის პერიოდი

სახეობა

ზამთარი

ზაფხული

პომიდორი

41

25

წიწაკა

44

29

ბადრიჯანი

40

28

საზამთრო

45

23

ნესვი

34

18

კიტრი

33

16

გოგრა

25

13

მწვანილი

38

25

დამყნობილი ჩითილების ზრდის პერიოდი

სახეობა

ზამთარი

ზაფხული

დამყნობილი პომიდორი

55

36

დამყნობილი საზამთრო

50

30

დამყნობილი ბადრიჯანი

50

29

დამყნობილი კიტრი

30

20

დამყნობილი ნესვი

32

22

დამყნობილი წიწაკა

55

38