Mzardi pot products

  1. შაშკვლავი / Magic White Basil
  2. რეჰანი / Magic Blue Basil
  3. მაროკოული პიტნა / Marrocan Mint

  4. სალვია / Salvia silver sage
  5. სტევია / Stevia
  6. როზმარინი / Rosemary
  7. არომატული ბეგქონდარა / Aromatic Thyme
  8. ბეგქონდარა ლიმონის / Lemon Thyme
  9. იტალიური ოხრახუში / Italian Parsley
  10. პომიდორი ჩერი მზარდი / Mzardi Cherry Tomato
  11. ბარამბო / Lemon Balm
  12. ქინძი / Coriander
  13. კამა / Dill

შაშკვლავი (Magic White Basil)მცენარეს აქვს ძალზედ არომატული შორეული აღმოსავლური სუნი და გემო. განსაკუთრებით გამოიყენება იტალიურ სამზარეულში პომიდორთან ერთად.

რეჰანი (Magic Blue Basil) შორეული აღმოსავლეთის მცენარეა, აქვს ძლიერი არომატი და გემო. ცნობილია, როგორც რეჰანის ერთ-ერთი იშვიათი ტიპი, რომელიც მრავალწლიანია. აქვს მეწამული ფერის ყვავილები, რომლებიც იზიდავენ ფუტკრებს და მწერებს. ამოიყენება ასევე საკვებშიც – სუპებსა და სალათებში. განსაკუთრებით უხდება პომიდორს, მწვანე ლობიოსა და ქათმის ხორცს.

მაროკოული პიტნა პიტნის ეს სახეობა უმეტესად გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, რომელიც ჩვეულებრივ კარგად ხარობს თითქმის ყველა კლიმატურ პირობებში. ფოთლები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ცოცხლად, ასევე ხმელი და გაყინული სახით. პიტნის ძლიერი არომატი ზოგიერთ შერეულ სასმელსა და ჩაიში ხდის მას აუცილებელ ინგრედიენტად. მისი ფოთლები მატებს შესანიშნავ სურნელს სალათებს.

სალვია მცენარეს ასევე უწოდებენ კულინარიის ბაღს, გამოირჩევა მოტკბო-მომწარო არომატით. უმეტესად გამოიყენებენ კერძებში, რომელიც მზადდება თევზით, ასევე შემწვარ ინდაურთან და ქათამთან. ასევე მცენარისგან ამზადებენ წვენს ან შეგვიძლია შავ ჩაის დავუმატოთ არომატისთვის. გარდა ამისა, მცენარეს შეიძლება ქონდეს დეკორატიული დანიშნულება თქვენს ბაღში.

სტევია ცნობილია, როგორც თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარე, აქვს ტკბილი ფოთლები. მისი მირთმევა შეიძლება როგორც ცოცხლად, ასევე ჩაიში და საკვებში დამატება, როგორც შაქრის შემცვლელი. შესაძლებელია დეკორატიული მცენარის დანიშნულებაც ჰქონდეს.

როზმარინი მისი სამშობლო ხმელთაშუა ზღვისპირეთი და აზიაა, თუმცა მცენარე უძლებს გრილ კლიმატსაც. ცენარეს მარადმწვანე ფოთლებს აქვს ძლიერი არომატი. ჩაის სახით გამოიყენებენ დაბალი წნევის საწინააღმდეგოდ. გამორჩეული სურნელისა და არომატის გამო, მი ფოთლებს იყენებენ შემწვარი ხორცის, ქათამის და გრილზე მომზადებული კერძების შესაკაზმად.

არომატული ბეგქონდარა – აქვს შესანიშნავი არომატი და გამოიყენება ხორციან ცხარე კერძებთან. ასევე ვიყენებთ სალათების გადაფორმებლად. გარდა ამისა, როგორც სამკურნალო ბალახი, მისი ფოთლები მდიდარია თიმოლით და გამოიყენება რესპირატორული არომათერაპიის დროს.

ბეგქონდარა ლიმნით – აქვს შესანიშნავი ლიმნის სურნელი და გამოიყენება ცხარე ხორციან კერძებთან და ბოსტნეულის შიგთავსთან. გამოიყენება სალათების გასაფორმებლად. გარდა კულინარიისა, გამოიყენება ასევე არომათერაპიაში, სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადების დროს.

იტალიური ოხრახუში აქვს ძლიერი არომატი. იდეალურია სუპში, საწებელში, მარინადში და ფარშში. ძალიან გემრიელია კარტოფილთან და ბოსტნეულის კერძებთან. წვანილი შეგვიძლია გავახმოთ ან გავყინოთ. ოხრახუში აწესრიგებს მეტაბოლიზმს.

პომიდორი ჩერი ,,მზარდი“იდეალურია სახლის პირობებში გასაზრდელად.ცირე ზომის ნაყოფის მიუხედავად, პომიდორი ძალიან ტკბილი და გემრიელია.

მელისა მცენარე, რომლის სამშობლოც არის სამხრეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, საუცხოო ლიმონის არომატით არის ცნობილი. მცენარეების სურნელოვანი ფოთლები გამოიყენება სუპებში, სოუსებში, დესერტებში, ხილის სალათებში, ჩაიში და არომატიზატორებში. მელისას ფოთლებით მომზადებულ ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია.

ქინძი ძლიერი არომატი აქვს. ქინძი არის პოპულარული აღმოსავლური ანელებელი. გამოიყენება სალათებში, სუპებში, ხორცის კერძებში და ბრინჯთან. კერძებს სძენს არაჩვეულებრივ არომატს.

კამა – მცენარეს აქვს თხელი, ნაზი ფოთლები და ძალიან ტკბილი გემო. ცოცხალი და გამხმარი ფოთლები გამოიყენება საკვებში, როგორც მწვანილის სახით, ასევე სანელებლად.

  1. შაშკვლავი / Magic White Basil
ბოტანიკური განმარტებაOcimum x hybrida
ადგილმდებარეობა / განლაგებამზიანი ადგილი
მორწყვამუდმივად ტენიანი ნიადაგი
გამოყენებაკულინარიული მცენარე კერძებისთვის. გამოიყენება არომათერაპიაშიც.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+14◦C
რჩევა მოვლის თაობაზეშეარჩიეთ თბილი ადგილი ქოთნისთვის. ტემპერატურა არ უნდა იყოს +10◦C-ზე ნაკლები. შეიძლება გამოზამთრება თბილ სახლში.
  1. რეჰანი / Magic Blue Basil
ბოტანიკური განმარტებაOcimum x hybrida
ადგილმდებარეობამზიანი ადგილი
მორწყვამუდმივად ტენიანი ნიადაგი
გამოყენებაკულინარიული მცენარე კერძებისთვის. გამოიყენება არომათერაპიაშიც.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+14◦C
რჩევა მოვლის თაობაზეშეარჩიეთ თბილი ადგილი ქოთნისთვის. ტემპერატურა არ უნდა იყოს +10◦C-ზე ნაკლები. შეიძლება გამოზამთრება თბილ სახლში.

 

  1. მაროკოული პიტნა / Maroccan Mint
ბოტანიკური განმარტებაMentha spicata var. crispa
ადგილმდებარეობამზიანი და ნახევრად მზიანი
მორწყვაშეუნარჩუნეთ სინესტე
გამოყენებაჩაისთვის და სეზონური კერძებისთვის. გამოიყენება არომათერაპიაშიც. აქვს დეკორატიული დანიშნულებაც.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+12 (ღამით), +16 (დღისით)
რჩევა მოვლის თაობაზეიზრდება საშუალო სიმაღლემდე.

 

 

  1. სალვია / Salvia silver sage
ბოტანიკური განმარტებაSalvia officinalis
ადგილმდებარეობამზიანი და ნახევრად მზიანი
მორწყვაზომიერად და რეგულარულად
გამოყენებაჩაისთვის და სეზონური კერძებისთვის.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+14
რჩევა მოვლის თაობაზეთუ ზამთრის პერიოდში გარეთ მოათავსებთ ქოთანს, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. სახლში კიშეარჩიეთ მზიანი და გრილი ადგილი.

 

  1. სტევია
ბოტანიკური განმარტებაStevia Rebaudiana
ადგილმდებარეობამზიანი
მორწყვაზომიერად
გამოყენებასტევიას აქვს ტკბილი ფოთლები და გამოიყენება ჩაიში შაქრის ბუნებრივ შემცვლელად. ასევე აქვს დეკორატიული დანიშნულება.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+12 (ღამით), +20 (დღისით)
  1. როზმარინი
ბოტანიკური განმარტებაRosmarinus officinalis 
ადგილმდებარეობამზიანი
მორწყვაზომიერი და რეგულარული
გამოყენებაკულინარიული მცენარე სეზონული კერძებისთვის.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+14
რჩევა მოვლის თაობაზესაუცხოო მცენარეს შეუძლია გაუძლოს ზამთრის პირობებს, თუ მოათავსებთ მზიან და გრილ ადგილას საკმარისი ტენიანობის გათვალისწინებით. შესაძლებელია მცენარის გამოზამთრება გრილი სახლის პირობებში.
  1. არომატული ბეგქონდარა
ბოტანიკური განმარტებაThymus Vulgaris
ადგილმდებარეობამზიანი
მორწყვაზომიერი და რეგულარული
გამოყენებაკულინარიული მცენარე სეზონული კერძებისთვის.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+12 (ღამით), +16 (დღისით)
რჩევა მოვლის თაობაზეზრდასრულ მცენარეს პატარა, ბურთისებრი ფორმა აქვს. ზაფხულში შეგიძლიათ მოათავსოთ გარეთ.
  1. ბეგქონდარა ლიმონის
ბოტანიკური განმარტებაThymus citriodorus
ადგილმდებარეობამზიანი
მორწყვაზომიერი და რეგულარული
გამოყენებაკულინარიული მცენარე სეზონული კერძებისთვის.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+12 (ღამით), +16 (დღისით)
რჩევა მოვლის თაობაზეზრდასრულ მცენარეს პატარა, ბურთისებრი ფორმა აქვს. ზაფხულში შეგიძლიათ მოათავსოთ გარეთ.

 

 

  1. იტალიური ოხრახუში
ბოტანიკური განმარტებაPetroselinum crispum
ადგილმდებარეობამზიანი და ნაკლებად მზიანი
მორწყვაზომიერი და რეგულარული
გამოყენებაფართო გამოყენების კულინარიული მცენარე
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+16 (ღამით), +20 (დღისით)
რჩევა მოვლის თაობაზემოსავალს გვაძლევს ზამთრის პირობებში ქოთნის გარეთ მოთავსების შემთხვევაში. გაზაფხულზე კვლავ აღმოცენდება ახალი ღივები.

 

  1. პომიდორი ჩერი მზარდი
ბოტანიკური განმარტებაLycopersicon esculentum
ადგილმდებარეობამზიანი
მორწყვაზომიერი
გამოყენებაფართო გამოყენების კულინარიული მცენარე
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+12 (ღამით), +18 (დღისით)
რჩევა მოვლის თაობაზეჯუჯა მცენარე, რომელიც ისხამს დიდი რაოდენობით ტკბილ ნაყოფს, ადვილი მოსავლელია. ქოთანი შეგვიძლია მოვათავსოთ როგორც სახლში, ასევე გარეთ. იზრდება 20-30 სმ. მზარდის ჩერი პომიდორი დაამშვენებს ნებისმიერ ფანჯარას თუ აივანს.
  1. ბარამბო / Lemon Balm
ბოტანიკური განმარტებაMelissa Officinalis
ადგილმდებარეობამზიანი
მორწყვამუდმივად ტენიანი ნიადაგი
გამოყენებაჩაის სახით და სეზონურ კერძებში. ასევე აქვს დეკორატიული დანიშნულება. ბარამბოს ფოთლების ჩაი, მოგიხსნით დაღლილობას და გამოგიკეთებთ განწყობილებას.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+12 (ღამით), +16 (დღისით)
რჩევა მოვლის თაობაზეეს ნახევრად ჩრდილის მოყვარული მცენარე თავს კარგად იგრძნობს სამზარეულოს ფანჯარაზე ნათელ ადგილას.

 

 

  1. ქინძი
ბოტანიკური განმარტებაCoriandrum sativum
ადგილმდებარეობამზიანი, ნახევრად ჩრდილი
მორწყვატენიანი ნიადაგი
გამოყენებაკულინარიული მცენარე სხვადასხვა კერძებისთვის.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+12 (ღამით), +20 (დღისით)
რჩევა მოვლის თაობაზეეს ნახევრად ჩრდილის მოყვარული მცენარე თავს კარგად იგრძნობს სამზარეულოს ფანჯარაზე ნათელ ადგილას.  
  1. წიწაკა
ბოტანიკური განმარტებაCapsicum annuum
ადგილმდებარეობამზიანი
მორწყვაზომიერი
გამოყენებაკულინარიული მცენარე სხვადასხვა კერძებისთვის.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+12 (ღამით), +16 (დღისით)
რჩევა მოვლის თაობაზემცენარეს უყვარს მზიანი ადგილი. მოაცალეთ პირველი ყვავილი/ნაყოფი, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი მოსავლის მიღებას.
  1. კამა
ბოტანიკური განმარტებაAnethum graveoles
ადგილმდებარეობამზიანი
მორწყვატენიანი ნიადაგი
გამოყენებაკულინარიული მცენარე სხვადასხვა კერძებისთვის.
ზრდისთვის განკუთვნილი ტემპერატურა (◦C)+12 (ღამით), +16 (დღისით)
რჩევა მოვლის თაობაზემცენარისთვის საჭიროა 6-დან 8 სთ-მდე მზის სინათლე და ტემპერატურა +15 C – ზე ზემოთ. თუ ყინვა არ არის, შეგიძლიათ მოათავსოთ გარეთ, სხვა შემთხვევაში გააჩერეთ სახლში მზიან და ნათელ ადგილას.

 

 

www.wgtechno.net/mzardi

Development
Design
Marketing